ძიუდო

20:19 | 28.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჰიფუმი აბე ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

ჰიფუმი აბე ოლიმპიური ჩემპიონია - ზედიზედ მეორედ. 26 წლის იაპონელმა, როგორც მოსალოდნელი იყო პარიზში ოქროს მედალი მოიპოვა.

აბემ ფინალში ბრაზილიელი უილიამ ლიმა ავასატე იპონით დაამარცხა, ისე, რომ ძალიან დამაჯერებლად იასპარეზა, მთელი შეჯიბრის განმავლობაში. მან ზედიზედ მეორედ მოიპოვა ოლიმპიური ოქრო.

66 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები მოლდოველმა დენის ვიერუმ და ყაზახმა გუსმან კირგიზბაევმა მოიპოვეს. უმედლოდ დარჩა ფრანგი ვალიდ ხიარი, რომელთანაც მერვედფინალური შეხვედრა ვაჟა მარგველაშვილმა წააგო. ხიარმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა დათმო ვიერუსთან.

შეგახსენებთ, რომ ჰიფუმი აბეს და, უტა აბე მოულოდნელად უმედლოდ დარჩა, რადგან ის მერვედფინალში დამარცხდა.

ქალთა შორის (52 კგ.) უზბეკი დიორა კელდიოროვა გახდა ჩემპიონი, რომელმაც გზიდან უტა აბეც კი ჩამოიშორა, ხოლო ფინალში ვაზარით აჯობა კოსოვოს წარმომადგენელ დისტრია კრასნიქის.

ბრინჯაოს მედლები ბრაზილიელმა ლარისა პიმენტამ და ფრანგმა ამანდინ ბუშარმა მოიპოვეს.

0.124744