ქართველმა მოცურავემ ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა, მაგრამ კვალიფიკაცია ვერ გადალახა.
გულაღმა ცურვაში 100 მეტრის დისტანცია ნოემ 56.46 წამში დაფარა, რაც თავის ჯგუფში, რომელშიც 8 მონაწილე იყო, მერვე შედეგი გამოდგა.
ამრიგად, საბოლოო ჯამში, სულ 46 მონაწილეს შორის 18 წლის მოცურავემ 41-ე შედეგი აჩვენა, ხუთ სპორტსმენს აჯობა, მაგრამ ნახევარფინალში საუკეთესო 16 შედეგის მქონე მოცურავე გადავიდა.
შესაბამისად, ფანცხავამ პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვა დაასრულა.