პარიზის ოლიმპიადას ვაჟა მარგველაშვილი პირველივე შეხვედრაში დაემშვიდობა. ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც მარცხი განიცადა.
66 კგ წონით კატეგორიაში მარგველაშვილი ფრანგ ვალიდ ხიარს შეხვდა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია. მასპინძელი აშკარად უკეთესი იყო და ორი ვაზარით, შესაბამისად, იპონით გაიმარჯვა.
ამრიგად, მარგველაშვილი, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა, ამჯერად უმედლოდ დარჩა და ასპარეზობას გამოეთიშა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ისევე, როგორც ოლიმპიური ნაკრები, პარიზში ისევ უმედლოდაა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ოლიმპიადის გახსნაზე ჩვენი ევროშაყინტრავებულების რეაქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უიმედოები არიან. პარიზის კანალიზაციის სუნიც კი მათთვის ფრანგული სუნამოა, ხოლო მუყაოს საწოლები-ლუდოვიკო მეთოთხმეტეს ლოგინად ეჩვენებათ.ქრისტიანობის შეურაცხყოფა რა მოსატანია-სანახაობის გრანდიოზულობა მოეწონათ.აი, ის გამოჩურჩუტებული ბოღმიანი კაცუნები არიან განსაკუთრებით სასაცილო, რომლებიც ცდილობენ ზემოდან ელაპარაკონ აქ ხალხს, იმიტომ რომ საფრანგეთში ცხოვრობენ, ან იქ არიან ნაცხოვრები.ცხადია, იციან, რომ არაფერს წარმოადგენენ და ამის კომპენსაციას იმით აკეთებენ, რომ ,,ევროპას არიან ნაზიარები'' და რაღაც უპირატესობას განცდა უნდა იქონიონ და ამით მოიტყუონ თავი.რა უნდა თქვა ამის შესახებ? ქატო იქა, ფქვილი აქა.იქნებ გამოჩნდეს ახალი ავლიპი, ამათ რომ უმკურნალოს.შეგვაწუხეს ამ თავის მონური კრეტინიზმით, შემთხვევას არ უშვებენ ხელიდან, რაღაც უკიდეგანო კვერცხობა რომ არ გამოამჟღავნონ.
საერთო ჯამში მარგველაშვილს ბოლო წლები აშკარად უჭირს, მოკლებული აქვს, ალბათ ბუნებრივიცაა, არ არის ბავშვი.
სამწუხარო ისაა რომ მწვრთნელთა შტაბს ამოუწურავი ლიმიტი აქვს დაწესებული მისთვის და მაინცდამაინც თავს არ იკლავენ იპოვონ შემცვლელი. არ არის აუცილებელი გიჟური გაქანების ტალანტის გამოჩენას უცადო, ხანდახან კი არა ძალიან ხშირად სპორტსმენები ერთგვარ ფარულ ნიჭს ატარებენ და აი მანდ უნდა გამოჩნდეს მწვრთნელთა ალღო და მართებული მიდგომა, მითუმეტეს რომ თვითონ მარგველაშვილი უზნაძემ ისე აღმოაჩინა და ხელი შეუწყო რომ იმ მომენტში არავითარ გამორჩეულ ტალანტს არ წარმოადგენდა.
ვაჟას პრობლემა ის არის, რომ არასტაბილურია და სტაბილურად ვერ აჩვენებს იმ უმაღლეს შედეგებს. სამწუხაროა, რომ რეალურად არ ჰყავს კონკურენტი. აი სარდალაშვილზე ძალიან დამწყდა გული, ძალიან კარგი შანსი ჰქონდა და გაუშვა ხელიდან, ეტყობოდა, რომ დიდ წნეხში იყო და ფავორიტის სტატუსმა აშკარად ავნო. ისე შავდათუაშვილსაც გაუჭირდება შედეგის ჩვენება. 81, 90, 100 და +100, სადაც მართლა რეალური შანსები გვაქვს
არ მიკვირს...
ეტყობა საშინლად არის კოლექტივი მომზადებული ¯(°_o)/¯ ფსიქოლოგი მაინც არ ჰყავთ შტაბში აყვანილი თუ "გიჟები ხო არ არიან, ეგი რაფერ მოუყვანოთ"?