ძიუდო

13:19 | 28.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

შოკი პარიზში: უტა აბე ოლიმპიადას გამოეთიშა! (+VIDEO)
იაპონელი ძალიან დიდხანს და ძლიერად ტიროდა

პარიზის ოლიმპიადის მეორე საშეჯიბრო დღე ძიუდოში უდიდესი სენსაციით დაიწყო. ქალთა შორის, 52 კგ წონით კატეგორიაში ლეგენდარულმა უტა აბემ მერვედფინალში წააგო.

24 წლის იაპონელი შეჯიბრში 1/16-ფინალიდან ჩაერთო, სადაც კანადელი კელი დეგუჩი დაამარცხა და მომდევნო წრეში უზბეკ დიორა ხელდიოროვას ვაზარით უგებდა, მაგრამ შემდეგ უზბეკმა შესანიშნავი გდება გააკეთა და იპონით მოიგო!

უტა აბე მომხდარს ვერ იჯერებდა, უბრალოდ შოკში იყო და დარბაზი კარგა ხანს ვერ დატოვა, ის ტიროდა.

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ძიუდოისტი ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი და ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონია. პარიზშიც აშკარა ფავორიტის სტატუსით იყო ჩასული.

თეგებიუტა აბე
0.118723