პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საფეხბურთო ტურნირის (ვაჟებში) მეორე ტურის მატჩები გაიმართა.
A ჯგუფში მასპინძელმა საფრანგეთმა გვინეის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, კილიან სილდილიას გვიანი გოლით 1:0 დაამარცხა. ამავე ჯგუფში აშშ-ს ნაკრებმა ახალ ზელანდიას 4:1 აჯობა. ბოლო ტურის წინ საფრანგეთს 6 ქულა აქვს, აშშ-ს და ახალ ზელანდიას 3-3, ხოლო გვინეა უქულოდაა.
B ჯგუფში ოთხივე გუნდს ორი ტურის შემდეგ 3-3 ქულა აქვს. არგენტინამ ერაყის დამარცხება შეძლო 3:1, ხოლო უკრაინამ მაროკოს ნაკრებს მოუგო - 2:1. ამრიგად, დასკვნით ტურში უნდა გაირკვეს აბსოლუტურად ყველაფერი და ყველას თანაბარი შანსი აქვს.
C ჯგუფში ესპანეთმა დომინიკის რესპუბლიკა 3:1 დაამარცხა, 6 ქულა დააგროვა და უკვე ოფიციალურად გაინაღდა მეოთხედფინალის საგზური. ეგვიპტემ უზბეკეთს აჯობა 1:0 და ის ცალი ფეხით პლეი-ოფშია, ხოლო უზბეკეთმა შანსი დაკარგა.
D ჯგუფში იაპონიის ნაკრებმა მალი დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა და მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური. პარაგვაიმ იაპონიასთან პირველ ტურში მძიმე მარცხის მერე (0:5) რეაბილიტირება მოახერხა და ისრაელის ნაკრებს 4:2 აჯობა. შედეგად, იაპონიას 6 ქულა აქვს, პარაგვაის 3, ხოლო მალის და ისრაელს - თითო-თითო.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები 30 ივლისს გაიმართება:
ახალი ზელანდია - საფრანგეთი
აშშ - გვინეა
უკრაინა - არგენტინა
მაროკო - ერაყი
ესპანეთი - ეგვიპტე
დომინიკის რესპუბლიკა - უზბეკეთი
ისრაელი - იაპონია
პარაგვაი - მალი