ფეხბურთი

16:30 | 28.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა" მზადაა ოლმოსა და უილიამსის ტრანსფერებისთვის გიუნდოგანი გაყიდოს

„ბარსელონა" 33 წლის ნახევარმცველის, ილკაი გიუნდოგანის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს, რათა ახალი ტრანსფერების განსახორციელებლად საჭირო თანხები მოიძიოს. კერძოდ, კატალონიელებს სურთ „ლაიპციგის“ შემტევი ნახევარმცველის დანი ოლმოსა და ბილბაოს „ატლეტიკის“ გარემარბის, ნიკო უილიამსის შეძენა. ამის შესახებ Sport.es იუწყება.

წყაროს ცნობით, „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი გიუნდოგანთან უახლოეს დღეებში აპირებს შეხვედრას, რათა გუნდში მისი მომავალი განიხილოს.

გერმანელი ნახევარმცველის მიმართ ინტერესს საუდის არაბეთის კლუბები, ასევე ყატარის „ალ-სადი“ იჩენენ.

გიუნდოგანი „ბარსელონაში" 2023 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ამ პერიოდში მან ყველა ტურნირზე 51 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელებშიც ხუთი ბურთი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127921