ფეხბურთი

13:06 | 28.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდი: „რთულია იყო ფორმაში, როცა წელიწადში 70 მატჩზე მეტს თამაშობ“

„მანჩესტერ სიტისა“ და ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა ფეხბურთელების გადატვირთულ გრაფიკზე ისაუბრა.

„ევრო 2024-ზე ჩვენ ყველანი ვხედავდით, თუ რამდენად დაღლილები იყვნენ ფეხბურთელები. უყურებდით მოთამაშეების სახეებს, რაც უჩვენებდა, თუ როგორი გადაღლოლები იყვნენ ისინი ფეხბურთით.

ვფიქრობ, იგივე მოხდება ახალ სეზონშიც. შესაძლოა, თავიდანვე არა, თუმცა ზოგიერთს არ ჰქონდა ხანგრძლივი შვებულება. ახლა ზუსტად ამ გზით მივდივართ. არ მგონია, რომ ყველა თამაშში ვიყოთ ფორმაში. რთულია ფორმაში ყოფნა, როცა წელიწადში 70 მატჩზე მეტს თამაშობ“, - ციტირებს ჰოლანდის სიტყვებს The Independent.

გასულ სეზონში ნორვეგიელმა თავდამსხმელმა კლუბში და ეროვნულ ნაკრებში 53 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109621