ფეხბურთი

15:55 | 28.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ 19 წლის პორტუგალიელს 70 მილიონად იმატებს და ნიკო უილიამსის ტრანსფერზეც მუშაობს

„პარი სენ-ჟერმენი“ ლისაბონის „ბენფიკას“ ნიჭიერ ნახევარმცველს, ჟოაო ნევეშს დაიმატებს. კლუბები ახლოს არიან საბოლოო შეთანხმებასთან.

პსჟ 19 წლის პორტუგალიელში „არწივებს“ 70 მილიონ ევროს გადაუხდის, პლუს ამას პორტუგალიელ ნახევარმცველს, რენატო სანჩესს დაუთმობს.

ნევეში „ბენფიკას“ აკადემიის აღზრდილია და 75 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში 9 მატჩი ჩაატარა.

გარდა ამისა, ფრანგული მედია წერს, რომ პარიზელები „ბილბაოდან“ ნიკო უილიამსის შეძენას აპირებენ. ესპანელის გამოსასყიდი ფასი 60 მილიონი ევროა და ფრანგები მზად არიან ეს თანხა გადაიხადონ. ნიკოს ტრანსფერი კი, იმის მანიშნებელი იქნება, რომ პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელიაზე უარი თქვა.

0.112228