ქართველმა მოცურავემ ანა ნიჟარაძემ, რომელიც მხოლოდ 15 წლისაა, ოლიმპიადაზე ასპარეზობაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ეს მისთვის ძალიან დიდი გამოცდილება და მომავალში სხვა ტურნირებზე დაეხმარება.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დელეგაციის ყველაზე პატარა წევრი ვარ, 15 წლის. ეს შეჯიბრი ძალიან დიდ გამოცდილებას მომცემს შემდეგი მაღალი დონის ტურნირებისთვის. წარმატებები მინდა ვუსურვო ნაკრების სხვა წევრებს და დარწმუნებული ვარ, საქართველოში ბევრ ოქროს ჩამოიტანენ“, - თქვა ანამ.
შეგახსენებთ, რომ ანა ნიჟარაძემ 100 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში 32 მონაწილეს შორის 28-ე შედეგი აჩვენა.