ფეხბურთი

0:41 | 28.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალი“ „ბარსელონას“ გარემარბ რაფინიასთვის მრავალმილიონიან შეთავაზებას ამზადებს

„არსენალი" „ბარსელონას" 27 წლის გარემარბით, რაფინიათი დაინტერსდა- გვამცნობს Sport.es.

ლონდონური კლუბი ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის მულტიმილიონდოლარიან შეთავაზებას ამზადებს. ხაზგასმულია, რომ „ბლაუგრანა“ რაფინიას 50 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად არ გაუშვებს.

გასულ სეზონში რაფინამ ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჯამში, თავდამსხმელმა მოედანზე 1950 წუთი გაატარა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111716