ჩოგბურთი

23:24 | 27.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

პარიზის ოლიმპიადაზე კარლოს ალკარასმა და რაფაელ ნადალმა პირველი მატჩი მოიგეს

ესპანელმა ჩოგბურთელებმა კარლოს ალკარასმა და რაფაელ ნადალმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე წყვილთა მატჩის პირველი ტურის მატჩი მოიგეს. დიდი სლემის მრავალგზის გამარჯვებულებმა არგენტინული დუეტი - ანდრეს მოლტენი-მაქსიმო გონსალესი ანგარიშით 7:6 (7:4), 6:4 დაამარცხეს.

ნადალმა და ალკარასმა 5-დან 3 ბრეიქ-პოინტი შეასრულეს. გონსალესმა და მოლტენმა - 5-დან 2.

წყვილთა ტურნირის მეორე ტურში ესპანელები ტალონ გრიკსპური/ვესლი კულჰოფი (ნიდერლანდები) - მარტონ ფუჩოვიჩი/ფაბიან მაროზანდი (უნგრეთი) გამარჯვებულს შეხვდებიან.

0.123039