ფეხბურთი

22:38 | 27.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ კანადის ქალთა საფეხბურთო ოლიმპიურ გუნდს ექვსი ქულა ჩამოაკლო

ფიფამ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ქალთა ფეხბურთის ტურნირზე კანადის გუნდს ექვსი ქულა დააკლო და სამი მწვრთნელი ერთი წლით მოკვეთა დრონის სათვალთვალო სკანდალის გამო. ამის შესახებ CBC.ca იტყობინება.

წყაროს ცნობით, კანადის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ბევ პრისტმანს, ერთი წლით აეკრძალა ყველანაირი საფეხბურთო საქმიანობა. მისმა ასისტენტებმა ჟასმინ მანდერმა და ჯოზეფ ლომბარდიმაც მსგავსი დისკვალიფიკაცია მიიღეს. კანადის ფეხბურთის ფედერაცია კი დაახლოებით 210 ათასი ევროთი დაჯარიმდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი ზელანდიის ნაკრების ვარჯიში, რომელიც სამშაბათს, 23 ივლისს გაიმართა, კანადის ნაკრების თანამშრომლის მიერ გაშვებული დრონის გამო შეწყდა.

მოგვიანებით, კანადის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ბოდიში მოუხადა ახალი ზელანდიის ოლიმპიურ კომიტეტს, ასევე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას ამ ინციდენტის გამო. 25 ივლისს ოლიმპიური ტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში ახალი ზელანდიისა და კანადის ნაკრებებმა ითამაშეს, კანადელმა ფეხბურთელებმა მოიგეს (2:1).

0.12042