ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა ოლიმპიადაზე გამოსვლა შეაფასა. როგორც მან თქვა, შეცდომები დაუშვა, რომლის გამოსწორებაზეც აუცილებლად იმუშავებს.
„სამწუხაროდ, ჩემმა დღემ უმედლოდ ჩაიარა, მესამე ადგილისთვის დავმარცხდი. ოლიმპიადაზე ძალიან კარგი გარემოა, სხვებს წარმატებებს ვუსურვებ, მთელი დელეგაციის გვერდით ვიქნები და გამიხარდება ყველა მათგანის მედალი. მე მქონდა რაღაც შეცდომა, რასაც აუცილებლად გამოვასწორებ. გულდასაწყვეტი ისაა, რომ ამდენი ხანი ვემზადებოდი და უმედლოდ დასრულდა, ახლა 4 წელი კიდევ უნდა გავწირო თავი ყველაფრისთვის და ასეც გავაკეთებ, არ გავჩერდები. მადლობა გულშემატკივრობისთვის“, - თქვა სარდალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სარდალაშვილმა ოლიმპიადაზე ორი შეხვედრა მოიგო და ორიც წააგო.