ძიუდო

21:45 | 27.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძის ვერცხლის მედალი ოლიმპიადაზე

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ყაზახეთის წარმომადგენელი, ძიუდოისტი ელდოს სმეტოვი გახდა. ფინალურ ბრძოლაში მან ქართული წაროშობის ფრანგი ლუკა მხეიძე დაამარცხა.

ბრინჯაოს მედალი იაპონელმა რიუზუ ნაგაიამამ მოიპოვა. ის ფრანსისკო გარიგოსზე (ესპანეთი) ძლიერი აღმოჩნდა.

დარბაზში საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც იმყოფებოდა.

ყაზახეთისთვის ეს მეორე მედალია 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. მანამდე ისლამ სატპაევმა და ალექსანდრა ლემ ბრინჯაო მოიპოვეს ტყვიის სროლაში.

0.115962