ფეხბურთი

20:53 | 27.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინამ 2024 წლის ოლიმპიადაზე ერაყი დამაჯერებლად დაამარცხა

დღეს, 27 ივლისს, ლიონში 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საფეხბურთო ტურნირის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს B ჯგუფის მონაწილეები, არგენტინისა და ერაყის ნაკრებები შეხვდნენ. არგენტინელებმა 3:1 გაიმარჯვეს.

მატჩის მე-14 წუთზე ანგარიში არგენტინელმა თავდამსხმელმა ტიაგო ალმადამ გახსნა. 45+5-ე წუთზე ერაყელმა აიმენ ჰუსეინმა გაათანაბრა. 63-ზე ლუჩიანო გონდუმ არგენტინა ისევ დააწინაურა. 85-ე წუთზე არგენტინელმა ნახევარმცველმა იგნასიო ფერნანდესმა თავისი გუნდის მესამე გოლი გაიტანა.

ამავე ჯგუფში უკრაინამ ბოლო წუთებზე მოუგო მაროკოს 2:1. შედეგად 2 ტურის შემდეგ ოთხივე გუნდს 3-3 ქულა მოუგროვდა.

0.122513