ძიუდო

20:25 | 27.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

სარდალაშვილი დამარცხდა: საქართველოს უმედლო დღე ოლიმპიადაზე

საქართველოსთვის ოლიმპიადის პირველი საშეჯიბრო დღე წარუმატებელი და უმედლო გამოდგა.

მედლის მოპოვებასთან ერთ ნაბიჯში იყო მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი, რომელიც ბრინჯაოსთვის იბრძოდა, მაგრამ გადამწყვეტი შეხვედრა 21 წლის ძიუდოისტმა წააგო.

ბრინჯაოსთვის სარდალაშვილი ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს შეხვდა და დამატებით დროში მარცხი განიცადა, შესაბამისად, მედალი ვერ მოიპოვა.

გიორგიმ პარიზის ოლიმპიადაზე ჯერ ისრაელის წარმომადგენელი იამ ვოლჩაკი დაამარცხა, მეოთხედფინალში თურქ სალიჰ ილდიზთან წააგო, ხოლო რეპეშაჟში სამხრეთკორეელ ვონ ჯინ კიმის ძლევა მოახერხა და ამგვარად მივიდა ბრინჯაოს მედლისთვის საბრძოლო შეხვედრამდე.

28 ივლისს, ძიუდოში შეჯიბრი 66 კგ წონით კატეგორიაში გაიმართება, სადაც ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს.

0.119576