ფეხბურთი

19:58 | 27.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ზარიას გოლი ყაზახეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

ყაზახეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში ალმატის „ყაირატმა“ სტუმრად ყარაგანდის „შახტიორი“ 3:0 დაამარცხა, ერთი გოლი კი გიორგი ზარიას აქტივშია.

ქართველმა ფეხბურთელმა 30-ე წუთზე თავური დარტყმით გაიტანა და ანგარიში გახსნა. მან პირველ ნახევარში ყვითელი ბარათიც მიიღო, ხოლო 64-ე წუთზე შეცვალეს. სტუმართა შორის 46-ე წუთამდე ითამაშა ლუკა გადრანმა, ხოლო მასპინძელთა რიგებში იმედა აშორტიამ 60 წუთი გაატარა მოედანზე.

27 წლის ზარიას ყაზახეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი. „ყაირატი“ 25 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 3 აგვისტოს, „სემეის“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113633