ფეხბურთი

19:27 | 27.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბექა მიქელთაძის საგოლე პასი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში (+VIDEO)

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 25-ე ტურში „გვანჯუმ“ „სუვონი“ 1:0 დაამარცხა, რაშიც ბექა მიქელთაძემ საგოლე პასით შეიტანა წვლილი.

ქართველის ჩინებული გადაცემით მატჩის მეექვსე წუთზე გაბრიელ ტიგრაომ ახლო მანძილიდან თავით გაიტანა და ამ გოლმა მატჩის ბედი გადაწყვიტა. ბექამ შეუცვლელად ითამაშა.

მიქელთაძეს მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში. „გვანჯუ“ 34 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 9 აგვისტოს, „ჩონბუკს“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112787