სხვა

17:52 | 27.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ბაზაძე ოლიმპიადას მერვედფინალში დაემშვიდობა

სანდრო ბაზაძე, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე ფარიკაობაში ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო, მოულოდნელად მერვედფინალში დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

ქართველმა მერვედფინალში მე-18 ნომრად განთესილ ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან წააგო. სანდრომ ძალიან ცუდად დაიწყო შეხვედრა, 2:8-ს აგებდა, შემდეგ მოახერხა მობილიზება, ჯერ ანგარიში გაათანაბრა, მერე წინაც გავიდა (11:10), თუმცა შეხვედრის საკვანძო მომენტში ისევ ეგვიპტელმა აჯობა, რომელიც დაწინაურდა - 13:11. სანდრომ ურთულეს სიტუაციაში მოახერხა მეტოქისთვის ზედიზედ სამი ჩხვლეტის მიყენება და 14:13 დაწინაურდა, მაგრამ მერე ზედიზედ ორი ქულა ეგვიპტელმა აიღო და 15:14 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, მსაჯების მიმართ ქართველ მოფარიკავეს არაერთი პრეტენზია ჰქონდა, მათ შორის, ბოლო ქულაზეც, როდესაც ბაზაძე ძალიან გაბრაზდა, დიდხანს აპროტესტედებდა არბიტრების გადაწყვეტილებას, მაგრამ არაფერი შეცვლილა - ქართველმა ასპარეზობა დაასრულა.

სანდრო ბაზაძემ მანამდე 1/16-ფინალში მექსიკელი ხიბრან საე ადვილად, 15:6 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალში გასვლა შეძლო, თუმცა მაშინ მეოთხე ადგილს დასჯერდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128107