პარიზის ოლიმპიადაზე კარგი სტარტი აიღო სანდრო ბაზაძემ, რომელიც მერვედფინალში გავიდა.
სანდრო პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ოლიმპიადაზე 1/16-ფინალიდან ჩაერთო, სადაც მექსიკელ ხიბრან სეას ძალიან ადვილად აჯობა. თავიდან მექსიკელმა შესანიშნავად დაიწყო, 3:0 დაწინაურდა კიდეც, მაგრამ შემდეგ ქართველმა მოფარიკავემ ზედიზედ 10 ქულა მოიპოვა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.
საბოლოოდ, ქართველმა მეტოქეს 15:6 აჯობა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ასპარეზობას გამოეთიშა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და სანდროს ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი აარონ შილაგი, რომელიც კანადელ ფარეს არფასთან 8:15 დამარცხდა.
სანდრო ბაზაძე მერვედფინალში ეგვიპტელ მოჰამედ ამერს შეხვდება.