ფეხბურთი

11:53 | 27.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი ამერიკის თასზე (+VIDEO)

ამერიკის თასზე „ატლანტა იუნაიტედი“ „დი სი იუნაიტედთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა, მაგრამ საბა ლობჟანიძემ დიდებული გოლი გაიტანა.

„ატლანტა“ 1:3 მარცხდებოდა, როდესაც 38-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა, უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით ულამაზესი გოლის გატანა მოახერხა. საბოლოოდ, მატჩი 3:3 დასრულდა, პენალტებში კი „დი სი იუნაიტედმა“ 6:5 მოიგო.

საბამ მატჩის შემდგომ პენალტებშიც შეძლო გოლის გატანა, თუმცა მის გუნდს ეს ვერ დაეხმარა. თამაშის ანტიგმირი პოლონელი ბარტოშ სლიჟი იყო, რომელმაც ჯერ თამაშიდან ვერ გაიტანა პენალტი, მერე პენალტების სერიაშიც მან გააფუჭა გადამწყვეტი დარტყმა.

საბა ლობჟანიძეს მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 6 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს აქტივში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113421