ფეხბურთი

11:09 | 27.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" დირექტორი: "ოსიმენი? ვნახოთ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 30 დღეა"

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენი გუნდის სრულფასოვანი წევრია, მაგრამ სატრანსფერო ბაზრის დასრულებამდე ერთი თვეა დარჩენილი და არ იცის, რა მოხდება.

„სამი ფორვარდი გვყავს, ოსიმენი, სიმეონე და შედირა, ამ რგოლში დაკომპლექტებული ვართ, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 30 დღეა დარჩენილი და ვნახოთ, შეფასებებს გავაკეთებთ“, - თქვა მანამ.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენს „პარი სენ-ჟერმენსა და საუდის არაბეთს უკავშირებენ, ხოლო პარალელურად, წერენ, რომ „ნაპოლიში“ მას რომელუ ლუკაკუ შეცვლის.

0.119776