რაგბი

0:50 | 27.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

18 წ. | თამაშების განრიგი სამხრეთ აფრიკაში

უმცროსი ბორჯღალოსნები (18-წლამდე) სამხრეთ აფრიკაში გასამართი 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიისთვის ემზადებიან, რომელშიც საქართველოს გარდა სამხრეთ აფრიკა ორი გუნდით, ასევე ინგლისი, საფრანგეთი და ირლანდია ითამაშებენ.

თამაშები ორ ქალაქში გაიმართება. პირველ დღეს, 12 აგვისტოს, შეხვედრებს ქეიფთაუნის სტელენბერგის საშუალო სკოლის მოედანი უმასპინძლებს. სერია საქართველოს დროით 13:30 საათზე უმცროსი ბორჯღალოსნებისა და სამხრეთ აფრიკა ა-ს თამაშით გაიხსნება.

ამის შემდეგ გუნდები პაარლიში გადაინაცვლებენ და საქართველო სამხრეთ აფრიკა ა-ს 16 აგვისტოს, უკვე გიმნაზიის მოედანზე შეერკინება. შეხვედრა ჩვენი დროით 15:30 საათზე დაიწყება.

სერია 20 აგვისტოს, პაარლის საშუალო სკოლის მოედანზე დასრულდება. ამ დღეს უმცროსი ბორჯღალოსნები საქართველოს დროით 17:30 საათზე ფრანგ თანატოლებს შეხვდებიან.

უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობას უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ.

18-წლამდელების საერთაშორისო სერია

12 აგვისტო. ორშაბათი

ქეიფთაუნი. სტელენბერგის საშუალო სკოლა

სამხრეთ აფრიკა ა – საქართველო (13:30 საქ. დრო)

ინგლისი – ირლანდია (15:30)

სამხრეთ აფრიკა – საფრანგეთი (17:30)

16 აგვისტო. პარასკევი. პაარლის გიმნაზია

ინგლისი – საფრანგეთი (13:30)

საქართველო – სამხრეთ აფრიკა ა (15:30)

სამხრეთ აფრიკა – ირლანდია (17:30)

20 აგვისტო. სამშაბათი. პაარლის საშუალო სკოლა

ირლანდია – სამხრეთ აფრიკა ა (13:30)

სამხრეთ აფრიკა – ინგლისი (15:30)

საფრანგეთი – საქართველო (17:30)

RUGBY.GE

0.116698