ჩოგბურთი

22:59 | 26.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ჩელენჯერის ნახევარფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვერონას ჩელენჯერის მეოთხედფინალში ნიდერლანდელი იასპერ დე იონგი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ნიკოლოზმა, რომელიც რეიტინგში 443-ე ადგილზეა, დე იონგს სამ სეტში, 6:4, 4:6, 6:1 აჯობა. შეხვედრა 2 საათსა და 21 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ბასილაშვილმა მეტოქის ერთი ჩაწოდება მოიგო, რაც გადამწყვეტი იყო, ხოლო მესამე სეტში ამის გაკეთება ორჯერ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ დე იონგ რეიტინგში ქართველზე გაცილებით წინაა - 112-ე პოზიციაზე.

ქართველს 3 ეისი ჰქონდა და ორმაგი შეცდომა არ დაუშვია, ხოლო მისმა მეტოქემ 8 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა მიითვალა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალში ბოლივიელ უგო დელიენსა და ლიეტუველ ვილიუს გაუბასს შორის უმჯობესს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121511