პორტუგალიელმა მცველმა პეპემ შესაძლოა კარიერა დაასრულოს. ამის შესახებ ჟურნალისტი რუდი გალეტი იტყობინება.
41 წლის ფეხბურთელი ამჟამად თავისუფალი აგენტია და საუდის არაბეთში იწვევენ, მაგრამ ის კარიერის დასრულებაზე ფიქრობს, მიუხედავად იმისა, რომ ევრო 2024-ზე ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა.
პეპე ბოლოს „პორტუში“ თამაშობდა, რომლის ღირსებას 2019 წლიდან იცავდა, ხოლო იქამდე წლების განმავლობაში მადრიდის „რეალის“ შეუცვლელი ფიგურა იყო.