ფეხბურთი

22:02 | 26.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" მალდინი "მონცაში" 3 მილიონად გაყიდა

„მონცამ“ „მილანიდან“ 22 წლის ნახევარმცველი დანიელ მალდინი შეიძინა. ლომბარდიელებს ეს ტრანსფერი 3 მილიონი ევრო დაუჯდათ.

მალდინიმ „მონცაში“ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით გაატარა და 11 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ამჯერად კი, ის გამოისყიდეს. მოგეხსენებათ, დანიელი ლეგენდარული პაოლო მალდინის ვაჟია.

დანიელ მალდინის „მილანის“ და „მონცას“ გარდა, „სპეციასა“ და „ემპოლიში“ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108886