ფეხბურთი

17:55 | 26.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"გრანადას" დირექტორი: "წიტაიშვილს აქვს თვისებები, რასაც მწვრთნელი ითხოვს"

„გრანადას“ სპორტულმა დირექტორმა მატეო ტონიოციმ გიორგი წიტაიშვილზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველ ფეხბურთელს შეუძლია გუნდის გაძლიერება.

აღსანიშნავია, რომ იტალიელი ტონიოცი „იუვენტუსის“ აკადემიაში მუშაობდა მთავარ სკაუტად, ის ცოტა ხნის წინ გადავიდა ესპანურ კლუბში სამუშაოდ.

„ის გამოცდილი გარემარბია, საერთაშორისო გამოცდილება აქვს, მსოფლიოს ჩემპიონია 20-წლამდელებში უკრაინის ნაკრებში და ბოლო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. მის შესახებ ახალგაზრდული კარიერის მიუხედავად, ბევრი რამ ვიცით, მას შეუძლია გუნდში დიდი წვლილი შეიტანოს და აქვს ისეთი თვისებები, რასაც მწვრთნელი მოითხოვს“, - თქვა ტონიოციმ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი ესპანურ გუნდს იჯარით შეუერთდა. „გრანადა“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ბინადარია, შარშან ლა ლიგაში თამაშობდა, მაგრამ ბოლო ადგილზე გავიდა და დაქვეითდა. „გრანადა“ ლა ლიგა 2-ის პირველ ტურში 15 აგვისტოს, „ალბასეტეს“ უმასპინძლებს, მანამდე კი, ერთი ამხანაგური შეხვედრა აქვს დაგეგმილი „ალ-ვეჰდას“ წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12395