ფეხბურთი

16:20 | 26.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ დე ხეამ კარიერა შესაძლოა სერია A-ში განაახლოს

იტალიურმა „ჯენოამ“ შესაძლოა ვეტერანი ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა დაიმატოს. ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, გენუური კლუბი 33 წლის დე ხეას გადაბირებით დაინტერესებულია.

დე ხეა 2023 წლის ზაფხულიდან მოყოლებული უგუნდოდაა და თავისუფალი აგენტია. თუმცა, შეიძლება მისი უთამაშებელი პერიოდი მალე დასრულდეს და „ჯენოასთან“ კონტრაქტი გააფორმოს.

დავიდ დე ხეამ კარიერა „ატლეტიკოში“ დაიწყო, ხოლო 2011-2023 წლებში „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში 545 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116622