ფეხბურთი

15:37 | 26.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინამ" ანდრეა კოლპანი დაიმატა

ფლორენციის „ფიორენტინამ“ „მონცადა“ 25 წლის ნახევარმცველი ანდრეა კოლპანი დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

კოლპანი „იებს“ ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით დაიმატა.

ანდრეა კოლპანიმ თავი გასულ სეზონში გამოიჩინა, როდესაც 39 მატჩში 9 გოლი გაიტანა. ის ბერგამოს „ატალანტას“ აღზრდილია, ერთი სეზონი „ტრაპანიშიც“ ითამაშა.

„ფიორენტინას“ მწვრთნელი რაფაელე პალადინოა, რომელიც კოლპანის „მონცადან“ ძალიან კარგად იცნობს.

0.123047