ფეხბურთი

14:58 | 26.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი წიტაიშვილი "გრანადაში" ითამაშებს

გიორგი წიტაიშვილი „გრანადას“ ფეხბურთელია. ესპანურმა კლუბმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

ესპანელებმა წიტაიშვილი კიევის „დინამოდან“ ერთწლიანი იჯარით, გამოსყიდვის უფლების გარეშე დაიმატეს. 23 წლის ფეხბურთელს სრულფასოვანი კონტრაქტი კვლავ უკრაინულ კლუბთან აკავშირებს.

წიტაიშვილს „დინამო ბათუმში“, „ლეხში“, „ვისლაში“, „ჩერნომორეცსა“ და „ვორსკლაში“ უთამაშია. საქართველოს ნაკრებში გიორგის აქტივში 21 მატჩი და 1 გოლია. გასულ სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა "დინამო ბათუმის" რიგებში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 4-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

აქვე გეტყვით, რომ „გრანადა“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ბინადარია, შარშან ლა ლიგაში თამაშობდა, მაგრამ ბოლო ადგილზე გავიდა და დაქვეითდა. „გრანადა“ ლა ლიგა 2-ის პირველ ტურში 15 აგვისტოს, „ალბასეტეს“ უმასპინძლებს, მანამდე კი, ერთი ამხანაგური შეხვედრა აქვს დაგეგმილი „ალ-ვეჰდას“ წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107076