ფეხბურთი

14:33 | 26.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ევერტონმა" "ნაპოლიდან" დანიელი ნახევარმცველი იჯარით დაიმატა

ლივერპულის „ევერტონმა“ „ნაპოლიდან“ იესპერ ლინდსტრომი დაიმატა. ამის შესახებ ორივე კლუბის ვებგვერდი იტყობინება.

დანიელი ფეხბურთელი ინგლისში ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით გადავიდა.

ლინდსტრომმა კარიერა „ბრონდბიუში“ დაიწყო, შემდეგ ფრანკფურტის „აინტრახტში“ ითამაშა, ხოლო გასულ სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 29 მატჩში გოლი ვერ გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11157