ფეხბურთი

13:18 | 26.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport: კვარაცხელია "ნაპოლის" პროექტის საყრდენი და ამბიციების გარანტია

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით მუშაობა დაიწყო. ქართველმა ფეხბურთელმა კასტელ დი სანგროში პირველად ივარჯიშა ახალი სეზონის წინ.

როგორც Gazzetta Dello Sport-ი წერს, კვარაცხელია კონტეს პროექტის სათავეშია, ქართველს კი სურს, რომ მწვრთნელს ნდობისთვის სამაგიერო იმით გადაუხადოს, რაც კარგად გამოსდის - გოლებით, საგოლე პასებით და დრიბლინგებით. გავლენიანი გამოცემა წერს იმასაც, რომ კვარაცხელია „ნაპოლისთვის“ შავი წლის შემდეგ ამბიციების გარანტია.

გარდა ამისა, ეს გამოცემა იტყობინება, რომ „ნაპოლიმ“ კვარას კონტრაქტი 2029 წლამდე განახლება და სეზონში 5 მილიონ ევროზე მეტი ხელფასი შესთავაზა. ახლა ქართველის გადასაწყვეტია დათანხმდება თუ არა შეთავაზებას ან გუნდში თამაშის გაგრძელება მოქმედი ხელშეკრულებით მოუწევს.

კონტეს პირველ ვარჯიშზე კვარაცხელიას ზურგზე ექიმის დახმარებაც დასჭირდა, მაგრამ ვარჯიში გააგრძელა და ბოლომდე დაასრულა. საწვრთნელი პროცესი ძალიან დამღლელიც აღმოჩნდა, რაც კონტეს პირობებში მოსალოდნელიც იყო.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ პრესეზონზე ამხანაგური მატჩები აქვს - „ეგნატიასთან“ (28 ივლისი), „ბრესტთან“ (31 ივლისი) და „ჟირონასთან“ (3 აგვისტო), ხოლო სეზონს 10 აგვისტოს, იტალიის თასზე, „მოდენასთან“ დაპირისპირებით გახსნის, სერია A-ს პირველ ტურში კი, 18 აგვისტოს, „ვერონას“ ესტუმრება.

0.145988