„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ჩავის გათავისუფლების მიზეზი ცვლილებების საჭიროება იყო.
როგორც მან თქვა, „ბარსელონას“ ინტერესები ყველაზე მაღლა დგას:
„როგორც პრეზიდენტმა, ბარსელონას ინტერესები სხვა სიტუაციებზე მაღლა უნდა დავაყენო. „ბარსელონა“ ყველაფერზე მაღლა დგას. ჩავიმ ამ კლუბის ისტორია ოქროს ასოებით დაწერა, მაგრამ ახალი ბიძგის დრო დადგა. ეს ცვლილება უნდა განხორციელებულიყო. მან ძალიან რთულ პერიოდში აიღო სადავეები და ფსონი ახალგაზრდებზე დადო, თუმცა გასული სეზონი ისე არ წარიმართა, როგორც ველოდით“, - თქვა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონადან“ ჩავი სეზონის დასრულების შემდეგ დაითხოვეს და გერმანელი ჰანსი ფლიკი დანიშნეს.