ფეხბურთი

1:35 | 26.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"პარტიზანის" მწვრთნელი: "მსაჯს ზოგიერთ მომენტში განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება შეეძლო"

ალბანური „პარტიზანის“ მთავარმა მწვრთნელმა ორგეს შეჰიმ კონფერენს ლიგაზე „იბერიასთან“ მარცხის (0:2) შემდეგ ისაუბრა. ალბანელი სპეციალისტი მსაჯის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო იყო.

„ბურთი დავკარგეთ და მეტოქემ დაგვსაჯა, პენალტი მოიპოვა, გარდამავალ ეტაპზე მეტოქემ დაიჭირა მომენტი, რომლის თავიდან აცილება შეგვეძლო. რაპაის გაძევების შემდეგ კონტრშეტევაზე გვქონდა მომენტები და ვერ გამოვიყენეთ. ვიმედოვნებ, რომ საპასუხო მატჩში გამოვიყენებთ იმ შანსებს, რაც გვექნება, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ სრულიად განსხვავებული მატჩი იქნება.

მიმაჩნია, რომ მსაჯს ზოგიერთი ეპიზოდის განსჯა სხვაგვარად შეეძლო, რადგან იყო მომენტები, როცა ყვითელი ბარათებით დაგვსაჯა, მსაჯს მეტოქის დასჯაც შეეძლო. შეიძლება „იბერიას“ რომელიმე ფეხბურთელი ორ ყვითელსაც იმსახურებდა.

საპასუხო მატჩში ვიცით, რომ ჩვენი გულშემატკივრებისგან დიდი მხარდაჭერა გვექნება და თბილისური მატჩისგან განსხვავებული ატმოსფერო იქნება“, - თქვა შეჰიმ.

შეგახსენებთ, რომ „პარტიზანისა“ და „იბერიას“ საპასუხო მატჩი 1-ელ აგვისტოს ალბანეთში გაიმართება.

0.123188