ფეხბურთი

0:55 | 26.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ომონიას" მწვრთნელი: "საპასუხო მატჩი ადვილი არ იქნება, "ტორპედოს" ზიანის მოყენება შეუძლია"

ნიქოზიის „ომონიას“ მთავარმა მწვრთნელმა ვალდას დამბრაუსკასმა ქუთაისის „ტორპედოსთან“ გამარჯვების (3:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საპასუხო შეხვედრა ადვილი არ იქნება.

„მნიშვნელოვანი გამარჯვებაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვიგეთ. ორი გოლით მოვიგეთ, ანგარიში სოლიდური ჩანს. კმაყოფილი ვართ გამარჯვებით და თამაშით. პირველი ტაიმით კმაყოფილი ვარ, ბევრჯერ ვიყავით მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ ვერ ვისარგებლეთ. დავუშვით გარკვეული შეცდომები. მეორე ტაიმში ვიგრძენი, რომ 10 წუთის განმავლობაში რიტმი დავკარგეთ. საპასუხო მატჩისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ, ადვილი თამაში არ იქნება, მეტოქეს შეუძლია ზიანის მოყენება. როდესაც ამ მაისურს იცვამ და ამ გუნდში თამაშობ, ერთნაირი მენტალიტეტი უნდა გქონდეს სახლშიც და სტუმრადაც.

„ისინი (მსაჯები) ისევე ასრულებენ თავიანთ საქმეს, როგორც ჩვენ. ისინიც ისევე უშვებენ შეცდომებს, როგორც ჩვენ. მირჩევნია ჩემს გუნდზე ვისაუბრო ისეთ საკითხებზე, რისი კონტროლიც შემიძლია და არა მსაჯების გადაწყვეტილებებზე“, - თქვა დამბრაუსკასმა.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედო“ „ომონიას“ 1-ელ აგვისტოს ქუთაისში უმასპინძლებს.

0.124632