ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის „ომონიასთან“ მარცხის (1:3) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ასეთ პირობებში თამაში შეუძლებელია.
„მძიმე პირველი ტაიმი გამოვიდა, მაგრამ შესვენებაზე სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და მეორე ნახევარი სულ სხვანაირად დავიწყეთ. სამწუხაროდ, მეორე გოლი ყველაზე არასასურველ მომენტში გავუშვით. იმედგაცრუებულები ვართ, შესაძლოა, ფრე უფრო სამართლიანი შედეგი ყოფილიყო. ანგარიშით იმედგაცრუებულები ვართ, უკეთესად შეგვეძლო. ჯერ კიდევ არის იმედი. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ, ახლა უკვე ვიცნობთ მეტოქეს.
დღეს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მამადუ სახომ ითამაშა. მნიშვნელოვანი იყო ის წუთები, რომელიც მან მოედანზე გაატარა. ვარჯიშებზე ყოველდღე მეტად უმატებს და სასურველ სათამაშო ფორმას მალე მიუახლოვდება.
არ ვიცი რა უნდა ვთქვა იმაზე, რაც ტრიბუნებიდან ჩვენი გოლის შემდეგ ხდებოდა. ასეთ დროს თამაში შეუძლებელია, მაგრამ მსაჯმა მატჩი გააგრძელა და მეორე გოლი მალევე მივიღეთ.
თუმცა დღეს არაფერი დასრულებულა. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა და ვიცით ისიც, რომ ქუთაისში ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. მათი მხარდაჭერის იმედი მაქვს. მინდა ვუთხრა, რომ აუცილებლად სჯეროდეთ ამ გუნდის. შევხვდებით ერთ კვირაში, ქუთაისში. მადლობა”, - თქვა კინმა.
შეგახსენებთ, რომ „ტორპედო“ „ომონიას“ 1-ელ აგვისტოს ქუთაისში უმასპინძლებს.