ფეხბურთი

23:42 | 25.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მომო იანსანე: "ფეხბურთს მსგავსი ქმედება არ უხდება, ასეთ პირობებში თამაში წარმოუდგენელია"

ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელმა მომო იანსანემ ნიქოზიის „ომონიასთან“ ქართულ გუნდში მისთვის სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა.

გოლის შემდეგ მას კვიპროსელი ფანები აგრესიით შეხვდნენ, რაზეც მან ისაუბრა:

„სადებიუტო მატჩში გოლი სასიხარულოა, თუმცა ცხადია შედეგით ბედნიერი ვერ ვიქნები. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ფეხბურთში არ უნდა ხდებოდეს ის, რაც ჩემი გატანილი გოლის შემდეგ ხდებოდა: გულშემატკივრის მხრიდან მსგავსი ქმედება ფეხბურთს არ უხდება. ასეთ პირობებში ფეხბურთის თამაში წარმოუდგენელია.

დღეს დავმარცხდით, მაგრამ წინ მეორე მატჩია. დარწმუნებული ვარ, ქუთაისში სავსე ტრიბუნების ფონზე განსხვავებული თამაში იქნება. ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია”, - თქვა იასანემ.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედო“ „ომონიას“ ქუთაისში 1-ელ აგვისტოს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120638