ფეხბურთი

23:27 | 25.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვის დუბლი კონფერენს ლიგაზე (+VIDEO)

აზერბაიჯანულმა „ზირამ“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სლოვაკური „დუნაისკა სტრედა“ 4:0 გაანადგურა, დავით ვოლკოვმა კი დუბლი შეასრულა.

ქართველმა ფეხბურთელმა 51-ე წუთზე თავური დარტყმით გაიტანა, ორი წუთის მერე შორი მანძილიდან დაარტყა ზუსტად და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს ვოლკოვის მესამე გოლია მიმდინარე ევროთასებზე, რადგან ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტირასპოლის „შერიფს“ გაუტანა.

„დუნაისკა სტრედა“ „ზირას“ 1-ელ აგვისტოს უმასპინძლებს, მაგრამ აზერბაიჯანული კლუბი ცალი ფეხით მომდევნო ეტაპზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.133658