ფეხბურთი

21:14 | 25.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილმა "სიტიში" შეიძლება ედერსონი შეცვალოს

ბრიტანულმა მედიამ საქართველოს ნაკრების და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი „მანჩესტერ სიტის“ დაუკავშირა.

ედერსონ მორაეშმა შეიძლება კლუბი დატოვოს და კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს, მის შემცვლელად კი, ინგლისელები მამარდაშვილს განიხილავენ. პეპ გვარდიოლას ფავორიტი ჯანლუიჯი დონარუმა იყო, მაგრამ პსჟ-მ ინგლისელები უარით გაისტუმრა.

გიორგის სატრანსფერო ფასი 40 მილიონი ევროა, ინგლისელებს კი, ფინანსურად არანაირი პრობლემა არ აქვთ. პეპ გვარდიოლამ ედერსონის წასვლა ბოლო პრესკონფერენციაზე არ გამორიცხა.

„არ ვიცი - მან უნდა განიხილოს ახლა სხვა ვარიანტები. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ის დარჩეს. ახლა კლუბებზეა დამოკიდებული. არ ვიცი სიტუაცია, არანაირი კონტაქტი არ ყოფილა ბოლო დღეებში. ვნახოთ რა მოხდება“, - თქვა ესპანელმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114754