ძიუდო

17:41 | 25.07.2024 | ნანახია 1792 - ჯერ

ძიუდოისტების მეტოქეები პარიზის ოლიმპიადაზე გაირკვა

პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოისტთა ტურნირის წილისყრა გაიმართა. შესაბამისად, ქართველების პირველი მეტოქეები და ბადეები ცნობილია.

60 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი პირველი წრისგან თავისუფალია, მეორე წრეში კი, კონგოელ არნოლდ კისოკას და ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკს შორის უმჯობესს შეხვდება.

66 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ვაჟა მარგელაშვილი გამოსვლას მეორე წრიდან დაიწყებს, მეტოქედ კი მოჰამად რაშნონეჟადი ან ვალიდ ხიარი ეყოლება.

73 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიადაზე სამივე სინჯის მედლის მფლობელი ლაშა შავდათუაშვილი პირველ წრეში ფრანგ იოან-ბენჟამინ გაბას შეხვდება. ლაშას რთული ბადე აქვს და მეოთხედფინალში თუ ორივე გავლენ, იქ იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსთან დაპირისპირება მოუწევს.

81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილის პირველი მეტოქე მოლდოველი მიჰაილ ლატისევი იქნება.

90 კგ წონაში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური მეორე წრიდან დაიწყებს გამოსვლას და მისი მეტოქე ბულგარელი ივაილო ივანოვი ან ლიბანელი კარამნობ საგაიპოვი იქნება.

100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძეც თავისუფალია პირველი წრისგან, მეორე წრეში კი, ხორვატ ზლატკო კუმრიჩსა და იტალიელ ჯენარო პირელის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

+100 კგ წონით კატეგორიაშიც გურამ თუშიშვილიც მეორე წრიდან იწყებს ასპარეზობას, მისი მეტოქე სენეგალელ მბაგნიკ ნდიაესა და გვინეა-ბისაუელ ბაბაკარ მანეს შორის საუკეთესოს შეხვდება. ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში გურამს მეოთხედფინალში ტედი რინერთან ბრძოლა მოუწევს, თუ ფრანგიც მივა ამ ეტაპამდე.

ქალთა შორის, 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანის პირველი მეტოქე ბრიტანელი ლელე ნაირნი იქნება. 63 კგ-ში ეთერ ასკილაშვილი სლოვაკ ანდრეია ლესკის დაუპირისპირდება, ხოლო +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილის მეტოქე გერმანელი რენეე ლუხტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ვაჟებში შვიდივე წონაში ჰყავს წარმომადგენელი, ქალებში კი - სამში. გარდა ამისა, გუნდურ შეჯიბრშიც მიიღებს მონაწილეობას.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:27 | 27.07.2024
ძიუდოო123 (1282)

კიდევ ერთი მოუმზადებელი შესვლა ილეთის კეთების სურვილი და კონტრ ილეთზე დაცემული ქართველი ძიუდოისტი მერამდენედ უნდა აგებდნენ კონტრზე ჩვენები არა რა ტაქტიკური ჭიდაობა სერიოზული პრობლემაა ჩვენი

15:04 | 27.07.2024
ძიუდოო123 (1282)

რაც დავწერე სარდალაზე გამოუცდილება სხვა რა უნდა დავარქვათ ის რაც გააკეთა ილდიზთან ამას ქვია ძალით წაგება და ეს მერეამდენე შემთხვევა როცა ქართველი ძალით ყვება შებოჭვაზე ან ბოლო წამებზე აგებს მოგებულს

13:05 | 27.07.2024
ძიუდოო123 (1282)

ბექაურმა თავის შეცდომით თუ არ წააგო ფინალშია ბადეში გაუმარლა ტატოზე რა უნდა ითქვას მსოფლიოზე რაც აჩვენა მაგ ფორმაში თუა ოქრო მასეა და ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი იქნება ვინც 3-ეულს შეკრავს მსოფლიო-ევროპა-ოლიმპიადა.66-73-100 ში უმედლოდ თუშის შეუძლია რინერს მოუგოს ასევე შეუძლია ვიღაც უსახელოსთან წააგოს. ყველაზე მეტად ბექაური-გრიგალას მეიმედება. სარდალა კი მინდა ტიტულით მაგრამ ახალგაზრდააა და რამდენად სწორი ტაქტიკით იჭიდავებს რამდენად არ აყვება ემოციებს ეგაა საკითხავი ოლიმპიადა ძაან დიდი ფსიქოლოგიური ტვირთია ბევრი ვე რუძლებს ამ წნეხს ამის ბევრი მაგალითებია

12:40 | 26.07.2024
lagashi (6738)

სარდალაშვილი ცალი ფეხით ნახევარფინალშია, აი მერე ..

მარგველაშვილს ყველა ეტაპზე მოუწევს ომი

შავიმ ჰაშიმოტოს თუ მოუგო მჯრა რომ მერე ფინალამდეც მივა


გრიგალასაც საკმაოდ ნორმალური ბადე აქვს

ბექაურს ნაკლებად გაუმართლა მაგრამ ბადის მეორე მხარე უარესია

სულამანიძე ყველაზე მძიმე შეხვედრები ელიდ

თუშაზე რა ვთქვათ, წედით ბრინჯაოზე თავისუფლად უნდა გაძვრეს,


0.121044