ფეხბურთი

18:16 | 25.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მუსა დიაბი "ასტონ ვილადან" საუდის არაბეთში გადავიდა

ფრანგი ფეხბურთელი მუსა დიაბი „ალ-იტიჰადს“ შეუერთდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

არაბებმა ბირმინგემის „ასტონ ვილას“ 60 მილიონი ევრო გადაუხადეს, ხოლო დიაბისთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმეს. ფრანგი საუდის არაბეთში წელიწადში 13 მილიონ ევროს მიიღებს.

მუსა დიაბის „პარი სენ-ჟერმენში“, „კროტონეში“, „ლევერკუზენში“ უთამაშია, ხოლო გასულ სეზონში „ასტონ ვილაში“ ჩატარებულ 54 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118904