ფეხბურთი

17:15 | 25.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ფენერბაჰჩემ" ენ-ნესირი დაიმატა

მაროკოს ნაკრების თავდამსხმელი იუსეფ ენ-ნესირი კარიერას სტამბოლის „ფენერბაჰჩეში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

მაროკოელმა „ფენერთან“ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხოლო ტრანსფერის ღირებულებამ 19 მილიონი ევრო შეადგინა.

იუსეფ ენ-ნესირიმ გასულ სეზონში „სევილიას“ მაისურით ჩატარებულ 41 მატჩში 20 გოლის გატანა მოახერხა.

0.115721