ფეხბურთი

15:38 | 25.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

დრის მერტენსი მიიჩნევს, რომ ლუკაკუს „ნაპოლი“ სჭირდება

„ნაპოლის“ ყოფილ ფეხბურთელს, დრის მერტენსს რომელუ ლუკაკუს იტალიურ კლუბში ხილვა სურს.

„რომელუ ჩემი მეგობარია, ძალიან მინდა მისი ნახვა „ნაპოლიში,“ რადგან მასთან ერთად შეგიძლია გამარჯვების იმედი გქონდეს. რჩევა მკითხა? არა, ვფიქრობ რომელუს შეუძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდეს გამოწვევებს“, - ციტირებს მერტენსის სიტყვებს pianetamilan.it.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაპოლი“ და ფეხბურთელი უკვე შეთანხმდნენ კონტრაქტზე.

გასულ სეზონში ლუკაკუ „რომაში“ იჯარით თამაშობდა. რომაელთა შემადგენლობაში მან ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა, 21 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.110519