ფეხბურთი

14:19 | 25.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდი „სიტის“ კაპიტანი

„მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელმა ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა „ქალაქელების“კაპიტნის რანგში თავის პირველ მატჩზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ „სიტიმ“ „სელტიკთან“ ამხანაგური მატჩი გამართა, რომელშიც შოტლანდიელებმა ანგარიშით 4:3 მოიგეს. კაპიტნის რანგში ერთი გოლი ჰოლანდმაც გაიტანა.

„ჩემთვის დიდი პატივია პირველად გავხდე ასეთი დიდი გუნდის კაპიტანი", - წერს ჰოლანდი სოციალურ ქსელში.

მომდევნო მატჩში „მანჩესტერ სიტი“ „მილანს“ დაუპირისპირდება, „სელტიკი“ კი „ჩელსის.“

0.129254