„ბარსელონა" ვერ აღწევს შეთანხმებას „მანჩესტერ სიტისთან“ მცველის, ჟოაუ კანსელუს ტრანსფერის თაობაზე - წერს Mundo Deportivo. კანსელუ შარშანდელი აგვისტოდან „ბარსელონაში“ „სიტიდან“ იჯარით თამაშობს.
წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი იმაზე ნაკლებ თანხას სთავაზობს, ვიდრე „სიტის“ სურს მიიღოს.
კანსელუთი საუდის არაბეთის კლუბებიც დაინტერესდნენ, თუმცა თავად ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატს „ბარსელონას“ ალტერნატივად ხედავს. გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელის აგენტმა „მილანსა“ და „იუვენტუსს“ ჰკითხა, სურდათ თუ არა კანსელუს შეძენა.
30 წლის ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტიში“ „იუვენტუსიდან“ 2019 წლის აგვისტოში გადავიდა. ფეხბურთელს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
გასულ სეზონში მცველმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში 42 მატჩი ჩაატარა, ოთხი ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩემთვის ესენი თანამედროვეობის პელე და მარადონა არიან, მართლა შეცვალეს საფეხბურთო ისტორია და ძალიან მაგარია რომ მოვესწარი. იმდენად მაგარი სპორტია ფეხბურთი რომ უკეთეს და უკეთეს საჩუქრებს გვიმზადებს გულშემატკივრებს, ზიდანის კარიერის ბოლოსკენ ვფიქრობდი ვიღა მოვიდოდა ისეთი რომ აღფრთოვანებაში მოვეყვანე, მაგრამ ისეთები ვნახე, რომ მადლობა ფეხბურთო )))
ბევრი იწვალე მაგრამ მაინც ჩაგხადა იმ ჩათლახმა)))ნუ ეტენები დუქანში,მაგარი მზეზე კიდიხარ)))
ეს ორნი არიან ქოცები და ნაცები
და მიდის მაგათ სექტებს შორის დაკადაკა