ფეხბურთი

12:18 | 25.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

რიუდიგერი საუდის არაბეთში გადასვლის წინააღმდეგია

მადრიდის „რეალისა“ და გერმანიის ნაკრების მცველს ანტონიო რიუდიგერს არ სურს საუდის არაბეთში გადასვლა, ამის შესახებ ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

წყაროს ცნობით, მიუხედავად „ალ-იტიჰადისა“ და „ალ-ნასრის“ უკიდურესად ხელსაყრელი შეთავაზებებისა, ფეხბურთელი ესპანური კლუბიდან წასვლის შესაძლებლობას არ განიხილავს. რიუდიგერი მთლიანად მადრიდის „რეალის“ პროექტზეა ორიენტირებული. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის წასვლა „სამეფო კლუბსაც“ არ სურს და მას ხელშეუხებლად მიიჩნევს.

რიუდიგერმა გასულ ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ხუთი მატჩი ჩაატარა და გუნდთან ერთად საშინაო ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112417