ჩოგბურთი

2:26 | 25.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ჩელენჯერის მეოთხედფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვერონას ჩელენჯერის მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა.

ბასილაშვილი მერვედფინალში მასპინძელს, იაკოპო ბერეტინის დაუპირისპირდა, რომელიც ორ სეტში, 6:3, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 23 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზმა პირველ სეტში ორი გეიმი მოიგო მეტოქის ჩაწოდებაზე, ხოლო მეორე სეტში ეს სამჯერ გააკეთა და გამარჯვება არ გასჭირვებია.

ბასილაშვილს ეისი არ ჰქონია და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ბერეტინის აქტივში 1 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა იყო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ჩელენჯერის მეოთხედფინალში ნიდერლანდელ იესპერ დე იონგს შეხვდება. ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად რეიტინგში 443-ე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.141449