ძიუდო

23:36 | 24.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა გუჯეჯიანი: "იმედი მაქვს, რომ ყველას გაგახარებთ"

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზშია და ოლიმპიადისთვის ემზადება. სამზადისზე კომენტარი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა გააკეთა.

„რამდენიმე დღეში დაიწყება შეჯიბრი, ვემზადებით, დღეს პირველი ვარჯიში ჩავატარეთ გაერთიანებულ ფარგლებში, გურამ თუშიშვილის გარდა, უკვე ყველა აქ არის. გუნდი ხასიათზეა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას გაგახარებთ“, - აღნიშნა გუჯეჯიანმა.

კომენტარი გააკეთა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმაც: „ჩავამთავრეთ პირველი ვარჯიში, რომელმაც კარგად ჩაიარა. თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ და ვფიქრობ, რომ ყველა წონაში გვექნება უმაღლესი სინჯის მედალი“, - თქვა ბექაურმა.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ვაჟებში შვიდივე წონაში ჰყავს წარმომადგენელი, ქალებში კი - სამში. გარდა ამისა, გუნდურ შეჯიბრშიც მიიღებს მონაწილეობას.

0.11385