ფეხბურთი

23:00 | 24.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

სირცხვილი "დეჩიჩთან"
"დეჩიჩმა" ევროთასებზე ისტორიაში პირველი თამაში მოიგო

ევროტურნირებზე ქართული კლუბები აგრძელებენ ისტორიის წერას, არა, საკუთარი ისტორიის არა, არამედ მეტოქეების.

საქართველოს ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ მონტენეგროს ჩემპიონ, სრულიად უცნობ და პირდაპირ უნდა ითქვას, ძალიან სუსტ „დეჩიჩთან“ 0:2 წააგო, საკუთარ მოედანზე! დიახ, „დეჩიჩი“ სუსტი გუნდია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, „დინამო ბათუმი“ უფრო სუსტია.

ანდრეი დემჩენკოს გუნდმა „ლუდოგორეცთან“ იბრძოლა, კარგად ითამაშა, მაშინ, როცა „დეჩიჩი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამოყვარულო უელსურ კლუბ „ნიუ საინტსთან“ ორი მატჩის ჯამში 1:4 დამარცხდა. ამიტომ, ბათუმელები ფავორიტები იყვნენ.

„დინამომ“ პირველი ტაიმი ნორმალურად ჩაატარა, ყოველ შემთხვევაში აშკარა უპირატესობას ფლობდა, რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა, მაშინ, როცა მეტოქეს არაფერი ჰქონია, საერთოდ არაფერი.

სამაგიეროდ, მეორე ტაიმში, ოთხწუთიან ინტერვალში სტუმრებმა ორი კარგი კომბინაცია გაათამაშეს და ბათუმელთა სუსტი დაცვის გარღვევა არ გასჭირვებიათ. ჯერ ილირ კამაიმ გახსნა ანგარიში, მერე ბუკს სტრიკოვიჩმა უპირატესობა ორამდე გაზარდა 0:2. „დინამო ბათუმს“ დიდი დრო ჰქონდა რეაგირებისთვის, მაგრამ არაფერი მსგავსი, გუნდი დემორალიზებული იყო, არაფრის ძალა ჰქონდა.

კოშმარული წაგება, რაც კიდევ ერთი შავი ფურცელია ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში.

ერთი კვირის წინ მონტენეგროს „მორნარმა“ ისტორიაში პირველად მოახერხა მომდევნო ეტაპზე გასვლა, როცა „დინამო თბილისს“ აჯობა. ამჯერად, „დეჩიჩმა“ ევროტურნირებზე ისტორიაში პირველი თამაში მოიგო...

გაგიკვირდათ?

„დინამო ბათუმი“ – „დეჩიჩი“ 0:2 (0:0)

ბათუმი, „აჭარაბეთ არენა“

„დინამო ბათუმი“ (4-3-3): სილვა; ჩიტეიშვილი (მალი 76), კობახიძე, ხარაბაძე, ვანდერსონი; მამუჩაშვილი, ალეფ სანტოსი, ჟან ვიკტორი (მარა 58); ღუდუშაური (ტამბედუ 66), ბლესა (მუჯირი 76), გომისი

მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო

„დეჩიჩი“ (4-3-3): ნიკიჩი; დრესაი, მილიჩი, ტომაშევიჩი, მალეშევიჩი; ჩაგასი (ბოზანოვიჩი 61), სეკულოვიჩი (ბოზოვიჩი 73), კაიევიჩი; სტრიკოვიჩი (სტიეპოვიჩი 73), მატიჩი (კამაი 61), პულეიო (უიკაი 83)

მწვრთნელი: მილორად პეკოვიჩი

გოლები: 0:1 კამაი (63), 0:2 სტრიკოვიჩი (66)

გაფრთხილება: მუჯირი (90), ალეფ სანტოსი (90) - დრესაი (8), მალეშევიჩი (31), სტრილკოვიჩ (70), კამაი (74)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (5) – 4 (2) ბურთის ფლობა: 75%-25% კუთხურები: 9:0 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: საიატ კარაბაევი (ყაზახეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114674