ფეხბურთი

21:55 | 24.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

სტივ კინი: "მეტოქეს ვაფასებთ, მაგრამ ჩვენი მიზანი გვაქვს, რაც შემდეგ ეტაპზე გასვლაა"

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა კონფერენს ლიგაზე ნიქოზიის „ომონიასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. შოტლანდიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ სურთ წაუგებელი სერია განაგრძონ.

„პირველ რიგში მადლობა “ომონიას” კარგი დახვედრისთვის. საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავს და ვიცით, რომ წინ რთული მატჩი გველის. როგორც ყოველთვის, ჩვენს მეტოქეს ვაფასებთ და დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს და ეს შემდეგ ეტაპზე გასვლაა. დიდი ხანია არ წაგვიგია და გვინდა ეს სერია გავაგრძელოთ. სამწუხაროდ, აურო ჟუნიორის სახით დიდი დანაკლისი გვაქვს, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამ დანაკლისის შევსებას შეძლებენ. მათი მჯერა“, - თქვა კინმა.

მატჩამდე კომენტარი გააკეთა ბიორნ იონსენმაც: „ჩვენთვის შუა სეზონია და ეს უპირატესობაა. ვიცით, რომ სტადიონზე ბევრი ხალხი იქნება, ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ ვეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც აქაც ჩამოგვყვნენ“.

შეგახსენებთ, რომ „ომონიას“ და „ტორპედოს“ მატჩი 25 ივლისს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11957